რეკლამა
კახა კალაძე: „ვიზუალურ სტანდარტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობ აქართული ანბანის გამოყენებას“ [R]
შემუშავდება ქალაქის ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ქართულ სამართლებრივსივრცეში აქამდე არ ყოფილა დამკვიდრებული - ამის შესახებ ურბანული განვითარებისპოლიტიკის წარდგენაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩების იერსახისთვის შეიქმნება ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავსსარეკლამო აბრების, ფასადების და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციისნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს. ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინესდა აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდგანხორციელდება.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისკახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე დავიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.
-„ეს ახალი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყველაგანვითარებულ ქალაქს გააჩნია თავისი ვიზუალური სტანდარტი. თბილისში ძალიანბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ქართულ ანბანს არ იყენებენ ან თუ არისგამოყენებული - ძალიან უმნიშვნელოდ. მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლიაჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი - ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობაქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” - განაცხადაკახა კალაძემ.

ურბანული განვითარების პოლიტიკა დღეს კახა კალაძემ და მისმა გუნდმა ურბანისტებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს წარუდგინა. პრეზენტაციას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google