რეკლამა
იოსებ ქარუმაშვილი: პანკისის ხეობას უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში, იოსებ ქარუმაშვილი, პანკისის ხეობაში ბირკიანის, ჯოყოლოს, დუისის, წინუბნის და ომალოს სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლებში დღეისთვის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.

პანკისელების თქმით, აუცილებელია გაგრძლელდეს ხეობის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, რაც ხელს შეუწყებს ამ მხარეში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას.

თავის მხრივ, იოსებ ქარუმაშვილმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობას აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. -“დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ რა ცშეიძლება მეტი ტურისტი. ჩვენ, თქვენი ჩართულობით და თქვენთან ერთად, მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სოფელები, ძლიერი სოფელი კი ნიშნავს ძლიერ მუნიციპალიტეტს და ძლიერ ქვეყანას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google