რეკლამა
პარლამენტარმა გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნების“ აქტივს ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა [R]
პარლამენტის წევრმა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა, პარტიის აქტივს მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
მაჭარაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სია ახალგაზრდებით დაკომპლექტებულიყო.

„“მნიშვნელოვანია ახალი ძალა, თანამედროვე განათლების მქონე, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ადგილობრივ ხელისუფლებაში”, - აღნიშნა მან.


ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, აუცილებელია, ლაგოდეხიდან წასული ახალგაზრდები მშობლიურ ადგილს დაუბრუნდნენ, შეძლონ დასაქმება და საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა.

ღონისძიებას ლაგოდეხის მერობის კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.



| Print |
FaceBook Twitter Google