რეკლამა
კახა კალაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავტობუსების წარმოება საქართველოში მოხდეს [R]
“ მომავალ წლებში შესაძლოა მუნიციპალური ავტობუსები საქართველოში აწარმოონ" -აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის რაიონის, კერძოდ, ბაგების მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

- „მომავალი წლების განმავლობაში ავტოპარკს ყოველთვის დასჭირდება განახლება,ყველაფერს გავაკეთებთ და მგონია, რომ შევძლებთ ამ ავტობუსების წარმოებასაქართველოში მოხდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა. გარდაამისა, სხვადასხვა უბნებში დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალურიტრანსპორტის რაოდენობა. კახა კალაძემ მოსახლეობას ურბანული განვითარების პოლიტიკა, ეკოლოგიურიგამოწვევების დაძლევის გზები, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობისხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებებიც გააცნო.

-„ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქალაქში, თუმცა ქალაქი ვითარდება, საზოგადოებავითარდება, მეტი მოთხოვნაა და მეტის გაკეთება გვინდა უფრო სწრაფად დაეფექტურად. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ახალი ენერგიით და შემართებით,“ - განაცხადაკახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას უკვე შეხვდა მთაწმინდის, გლდანის,სამგორის რაიონების სხვადასხვა უბნებში. შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google