რეკლამა
არჩილ ხანდამაშვილი: მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ არჩევნებისთვის ხვდება [R]
მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ არჩევნებისთვის ხვდება, - მიმართა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ მუკუზანში, სადაც ღვინის ქარხნასაც ესტუმრა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

ხანდამაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.

-,,მე ამ მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დავიბადე და კარგად ვიცი, როგორი მშრომელი ხალხიც ვართ, როგორი რუდუნებით ვუვლით თითოეულ ყურძნის მტევანს, როგორი წარმატება გველოდება ყველას ერთად თუ ჩვენ სწორად დავსახავთ ჩვენს პრიორიტეტებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მე ვიცი, გურჯაანს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით,’’ – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

| Print |
FaceBook Twitter Google