რეკლამა
როსტომ სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის მერობის კანდიდატი, როსტომ სესიაშვილი, ამომრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულ ფორმატში სესიაშვილი უკვე შეხვდა რამდენიმე სოფლის ამომრჩეველს და პირადად გაეცნო მათ პრობლემებს.

შეხვედრები გაიმართა ყვარელშიც. მერობის კანდიდატს მოსახლეობა ქალაქის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაზე ესაუბრა. როსტომ სესიაშვილმა ამომრჩეველს გააცნო პროექტი, რომელიც ყვარლის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google