რეკლამა
იოსებ ქარუმაშვილი საკობიანოს თემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა [R]
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი ყვარელწყლის, საკობიანოს და ქორეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

-„თქვენი ჩართულობით, თქვენთან ერთად მოვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას ყველა სოფელში. ასევე, ვიზრუნებთ სოფლებში აღმოიფხვრას სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემები , ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა შეხვედრაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google