რეკლამა
გიორგი ერბოწონაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გიორგი ერბოწონაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ეთნიკურადაზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა. ერბოწონაშვილმა შეხვედრა გამართა, ასევე, ქალაქ საგარეჯოშიც.

ადგილობრივებმა ხელისუფლების მხრიდან უკვე განხორციელებული პროექტებისთვის კანდიდატს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემების მოგვარება კვლავ გაგრძელდება.

- „ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში, გვაქვს ერთი და იგივე პრობლემა თუ მიზნები. მჯერა, ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, თქვენ და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა ერბოწონაშვილმა შეხვედრებზე.

| Print |
FaceBook Twitter Google