რეკლამა
არჩილ ხანდამაშვილი: თქვენთან ერთად მოვაგვარებ თითოეულ საკითხს [R]
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმაგურჯაანში, არჩილ ხანდამაშვილმა ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთისა და ზემოკაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამაართა.

მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გურჯაანისსპორტკომპლექსის თანამშრომლებს ა შეხვდა და რამდენიმე სოფელში რთველშიც მიიღო მონაწილეობა. ხანდამაშვილმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა.

არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა.
-“ჩემი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარო ინფრასტრუქტურული საკითხები, ისეთები, როგორიცაა წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და გზები. გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ და თქვენთან ერთად შევუდგები თითოეული პრობლემის მოგვარებას,“- განაცხადამერობის კანდიდატმა.
| Print |
FaceBook Twitter Google