რეკლამა
თელავის მერობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობისკანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი რუისპირის, იყალთოსა და ვარდისუბნისამომრჩეველს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა - რუისპირში ბესიკ ბახსოლიანი, იყალთოში ლევან მრელაშვილი, ხოლო ვარდისუბანში დავით გოგოშვილი. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი პარლამენტში გელა სამხარაული. მოსახლეობის მხრიდან პრიორიტეტად სოფლებში ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგება დასახელდა.

ადგილობრივებმა ასევე ისაუბრეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ახალი ინვენტარით აღჭურვასა და მიმდებარედ ტერიტორიების კეთილმოწყობაზე. მერობის კანდიდატმა უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მეტი განვითარებისთვის კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.
| Print |
FaceBook Twitter Google