რეკლამა
ჯონდო მდივნიშვილი - თვითმმართველობა წარმოუდგენელია მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე [R]
პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჯონდო მდივნიშვილი, აფენის, გვიმრიანისა და არეშფერანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატი სოფლებში მეურნეობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო. მოსახლეობასთან შეხვედრისას მდივნიშვილმა ყურადღება გაამახვილა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განხორციელების საჭიროებაზე. მან, ასევე, ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივი თვითმმართველობის როლს ტურიზმის განვითარების საქმეში.

-„ჩვენი მიზანია, რაც შეძლება სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ასევე სწრაფი ტემპებით დავიწყოთ მუშაობა ტურიზმის, აგროკულტურის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაზე. ამ გზაზე კი თვითმმართველობის როლი მნიშვნელოვანია. თავის მხრივ თვითმმართველობის მუშაობა წარმოუდგენელია მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google