რეკლამა
არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის [R]
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ბაკურციხის რთველში სტუმრობის შემდეგ, იგი კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდა, ხოლო კარდაკარის პრინციპით ამავე სოფლებში რამდენიმე ოჯახს ესტუმრა. არჩილ ხანდამაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათ სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.

-„ძალიან ბევრი შრომისმოყვარე, საქმის მცოდნე და განათლებული ადამიანი ჰყავს გაზრდილი ჩვენს კუთხეს. ამიტომაც, სწორედ დღეს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის. გპირდებით, თქვენს გვერდით ვიდგები და აქტიურად ვიმუშავებ თითოეულ პრობლემაზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი გურჯაანი და უნდა გავაცოცხლოთ კულტურული ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ამას შევძლებთ“, - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google