რეკლამა
შოთა ნარეკლიშვილმა შეხვედრა კურდღელაურის ამომრჩეველთან გამართა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატმა შოთა ნარეკლიშვილმა შეხვედრა სოფელ კურდღელაურის ამომრჩეველთან გამართა.

მერობის კანდიდატმა კურდღელაურის მცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა მამაუკელაშვილი წარუდგინა და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

- „თვითმმართველობის მთავარი ამოცანაა, ადგილობრივიპრიორიტეტების გამოკვეთისას მოქალაქეთა მაქსიმალურიჩართულობა უზრუნველყოს. ამიტომ, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, გთხოვთ, მაქსიმალურად იაქტიუროთ და ხელისუფლებისგან ყველა იმ მწვავე პრობლემის გადაჭრა მოითხოვოთ, რაც დღემდე გადაწყვეტასა და მოგვარებას საჭიროებს“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

სოფელში არსებულ ძირითად პრობლემად ადგილობრივებმა სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემის, გზებისა და გარე განათების საკითხის მოწესრიგება დაასახელეს. მერობის კანდიდატი კონკრეტული ოჯახების პრობლმატიკას ადგილზე გაეცნო, მათ შორის, იმ მოქალაქეთა საჩივრებს, რომელთაც სოციალური დახმარება მოეხსნათ.


| Print |
FaceBook Twitter Google