რეკლამა
ჯონდო მდივნიშვილი ნინიგორისა და გურგენიანის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო [R]
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი სოფელ გურგენიანისა და ნინიგორის მოსახლეობას შეხვდა.
ამომრჩეველთან შეხვედრაზე საუბარი შიდა საუბნო გზებისმოასფალტებისა და გარე განათების პრობლემებს შეეხო. მერობის კანდიდატმა მოსახლეობისგან არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაციაც მოისმინა.

- „მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ძირითადი ინფრასტრუქტურული საჭიროებების აღმოფხვრაზე ვიზრუნებთ. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს გადაადგილების, სასმელი და სარწყავი წყლის, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების არარსებობით გამოწვეული საჭიროებები. ჩემი მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მსგავსი გამოწვევები აღარ არსებობდეს“, - აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

მისივე თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, სწორედ ძირითადი ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებაზე იზრუნებს.
| Print |
FaceBook Twitter Google