რეკლამა
შოთა ნარეკლიშვილი ნაფარეულის, ლაფანყურისა და სანიორეს ამომრჩეველს შეხვდა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ნაფარეულის, ლაფანყურისა და სანიორეს ამომრჩეველს შეხვდა.

შოთა ნარეკლიშვილმა მოსახლეობას ნაფარეულისა დალაფანყურის მაჟორიტარობის კანდიდატი მაია ნაცვლიშვილი, ხოლო სანიორეს მაჟორიტარობის კანდიდატი უჩა ჭოტიაშვილი წარუდგინა. მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მაჟორიტარებთან ერთად, სოფლებში არსებული აქტუალური საკითხების მოგვარებას ინტენსიურად შეუდგება.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კანდიდატებთან ძირითად საკითხებად სასმელი წყლის პრობლემა, ლაფანყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია და სანიორეში სახელოვნებო ცენტრის აღდგენის საჭიროება დააყენეს. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებისთვის აქტიურად იმუშავებს.
| Print |
FaceBook Twitter Google