რეკლამა
გიორგი ერბოწონაშვილი: ჩემი საარჩევნო პროგრამა მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მერობის კანდიდატმა გიორგი ერბოწონაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საგარეჯოს მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები დაასრულა.

შეხვედრებზე მოსახლეობას მერობის კანდიდატმა საგარეჯოში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები - ივანე ივანიშვილი და ოთარ ჩალათაშვილი წარუდგინა, რის შემდეგაც, გიორგი ერბოწონაშვილი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ახალი ინვენტარით აღჭურვა, სასმელი წყლის, გარე განათებისა და გზების მოწესრიგების საკითები დაასახელეს.
-„ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა განსახორციელებელი. ამიტომაც, ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული“, - განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google