რეკლამა
შოთა ნარეკლიშვილი თელავის ამომრჩეველს შეხვდა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი თელავის ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები გიგა ორკოდაშვილი და ბესიკ ქოჩიშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა ყურადღება სასმელი წყლის დეფიციტის, საუბნო გზების კეთილმოწყობის, დასვენების სკვერებისა და გარე განათების საკითხებზე გაამახვილეს. მოსახლეობამ კანდიდატებთან შეხვედრაზე თელავში კულტურის სახლის აღდგენის სურვილიც გამოთქვა.

მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ გადაჭრას მხოლოდ მოსახლეობის აქტიური ჩართულობითა და ინიციატივებით შეძლებს.

-„სამოქალაქო საზოგადოებას უდიდესი ძალა აქვს და თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა ჩაერთოს ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ თელავზე და საზოგაროების კეთილდღეობაზე. ჩვენ თქვენი დახმარებით უნდა გავიმარჯვოთ“, -აღნიშნა მერობის კანდიდატმა. შოთა ნარეკლიშვილი ასევე, ქალაქში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.
| Print |
FaceBook Twitter Google