რეკლამა
რთველის დასრულების შემდეგ კახეთი „ქართული ღვინის კვირეულისთვის“ ემზადება [R]
კახეთში რთველი დასასრულისკენ მიდის, თუმცა კიდევ ერთი დღესასწაული კახეთის მოსახლეობას წინ ელის - ოქტომბრის დასაწყისში, წელს უკვე მეოთხედ, „ქართული ღვინის კვირეული“ აღინიშნება.

ამის პარალელურად კი, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გრძელდება გამოფენა სახელწოდებით: „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ქართული მეღვინეობის დარგისა და ქართული ღვინის კულტურისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს.

„რთველი-2017“ ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი არასუბსიდირებული რთველია, როგორ მიდის პროცესი?
- მეღვინეობის დარგის არსებულმა მდგომარეობამ, ღვინის ექსპორტის ზრდამ და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნილებამ, მოგვცა შესაძლებლობა, რომ კახეთის რეგიონში წელს ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. შედეგად, ვხედავ, რომ მევენახეები ფასით უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან. ყურძენზე წელს დაფიქსირებული ფასები ხელოვნური არ არის, ეს არის ფასი, რომელიც ბაზარმა დაადგინა. სახელმწიფო არ ერევა ფასების დადგენაში, კერძო სუბიექტები - მეწარმე და მევენახე - თვითონ აღწევენ შეთანხმებას, როგორც ყურძნის ფასზე, ისე გადახდის პირობებზე. წელს 1 კგ რქაწითელის ფასი მინიმუმ 70 თეთრიდან იწყებოდა და 85 თეთრამდე იყო, ცალკეულ შემთხვევებში, მეწარმეებმა ხარისხიან რქაწითელში 1 ლარიც გადაიხადეს. რაც შეეხება საფერავს, 1 კგ-ის მინიმალური ფასი 1.20 ლარიდან ზევით, ხოლო მიკრო ზონის საფერავში კომპანიები 1.70 ლარიდან 2.50 ლარამდე იხდიდნენ. შედეგად, 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მევენახეების შემოსავლებმა უკვე 100 მლნ ლარს მიაღწია.

რა ეტაპზეა ამჟამად რთველი?
- დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია. შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე გადამუშავებულია. ღვინის საწარმოებს 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი. რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში - ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის საწარმო. მას შემდეგ, რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ რთვლის პროცესი კახეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ – ამ სახელწოდებით, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გამოფენა ივლისის ბოლოს გაიხსნა. სექტემბერში ცენტრის შესავლელში ქართული ქვევრიც დაიდგა. რით არის ეს გამოფენა მნიშვნელოვანი ქართული ღვინისთვის?
- საქართველო ის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია. გამოფენის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელმაც საინტერესო ექსპოზიცია მოამზადა. გამოფენა 4 თვის განმავლობაში საფრანგეთში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს. ჩვენ ამ მნიშვნელოვანი ამბისთვის წელიწადზე მეტ ხანს ვემზადებოდით, რათა შინაარსობრივი და ვიზუალური მხარე მაქსიმალურად სწორად წარმოჩენილიყო. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, სპეციალურად ბორდოს გამოფენისთვის მოამზადა პროექტი სახელწოდებით, „ვაზისა და ღვინის კულტურა საქართველოში“, რომელიც 8000 წლის წინანდელი მდიდარი არტეფაქებით და სხვადასხვა არქეოლოგიური მასალით არის დატვირთული. ამით გადავწყვიტეთ ხაზი გაგვესვა ღვინის კულტურის ისტორიის უწყვეტობისა და სიძველისთვის. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად დაიდგა ქართული ქვევრი. სწორედ, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს მიანიჭა „იუნესკომ“ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გამოფენაზე ასევე რამდენიმე ქართული კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. ბორდოს მუზეუმს დღეში სულ ცოტა 500 ვიზიტორი ჰყავს და 4 თვის მანძილზე ათეულ ათასობით სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ქართული ღვინის კულტრას და დააგემოვნოს ქართული ღვინო. ეს არის ძალიან კარგი საშუალება დასავლეთის ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და უდიდესი პერსპექტივების გახსნის წინაპირობაა. გამოხმაურება, რომელიც გამოფენამ უკვე გამოიწვია, ცალსახად წაადგება ბიზნესსაც და მთლიანად მეღვინეობის დარგსაც.

კიდევ რა მნიშვნელოვან ღონისძიებებს გეგმავს უახლოეს მომავალში ღვინის ეროვნული სააგენტო? როგორც ვიცით, წელს მეოთხედ აღინიშნება „ქართული ღვინის კვირეული“.
- ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართულობა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ღვინის სააგენტო 5 სტრატეგიულ ქვეყანაში ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიას. ესენია: აშშ, ჩინეთი, იაპონია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ადგილობრივი PR-კომპანიები, ღვინის მაგისტრები და წარმომადგენლები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, რომ ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო ამაღლდეს. ამ ქვეყნების გარდა, ქართული ღვინო წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ღვინის გამოფენაზე მსოფლიოს ყველა მოწინავე, მეღვინეობით განთქმული ქვეყნების მხარდამხარ.
ამასთან ერთად, წელს, უკვე მეოთხედ აღინიშნება „ქართული ღვინის კვირეული“, რომლის ფარგლებშიც 7 ოქტომბერს ქალაქ თელავში, ღვინისა და რთველის დიდი ზეიმი „თელავინო“ აღინიშნება. 8 ოქტომბერს კი, გაიმართება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება. ეს ღონისძიებაც კვირეულის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. 1 ოქტომბერს თბილისის #1 ღვინის ქარხანაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, რომელიც გასულ წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, წელს უკვე მეორედ „ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.