რეკლამა
შოთა ნარეკლიშვილი მოსახლეობას: ჩვენ უნდა მოგისმინოთ და თქვენი გადაწყვეტილებები განვახორციელოთ [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი სოფელ ართანასა და ლალისყურს ესტუმრა და მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები ბესიკ გაიპარაშვილი და გიორგი ქიზიყელაშვილი წარუდგინა.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე ლალიყურის გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხი დააყენეს და მერობის კანდიდატს სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსახლეობამ მერობის კანდიდატს ყურძნის ფასებთან დაკავშირებით, სახელმწიფო და კერძო სექტორთან შუმდგომლობის საკითხში დახმარება სთხოვა. განსაკუთრებული ყურადღება ასევე, გამახვილდა სასმელი წყლის, საუბნო გზების, გარე განათების, სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდა-კეთილმოწყობის საკითხებზე.

-„მოსახლეობას უდიდესი ძალა აქვს. ჩვენ უნდა მოგისმინოთ და თქვენი გადაწყვეტილებები განვახორციელოთ, რადგან ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ხალხის ნდობით აქვს მინიჭებული. ამდენად, თუ მმართველობის სადავეებს გვანდობთ, გპირდებით, რომ უპირველესად, თქვენს პრიორიტეტებს გავითვალისწინებთ და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმ საკითხების გუნდურად მოსაგვარებლად, რაზეც დღეს ვსაუბრობთ“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს მასშტაბით არსებული პრობლემების საკითხი ეტაპობრივად, თელავის მერიის კომპეტენციის ფარგლებში გადაწყდება.
| Print |
FaceBook Twitter Google