რეკლამა
ჯონდო მდივნიშვილი: ლაგოდეხის განვითარება მოსახლეობის თანამონაწილეობით მოხდება [R]
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი სოფელ განჯალას, უზუნთალასა და არეშფერანის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისა და საარჩევნო პროგრამის გაცნობის გარდა, კანდიდატი არეშფერანის, განჯალასა და უზუნთალას პრობლემებს გაეცნო.

-„მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვის და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა გააჩნდეს. ამისთვის მხოლოდ მათი მონდომება და შრომისმოყვარეობა არ კმარა. საჭიროა, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დახმარება. არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მეურნეობის განვითარებას, მცირე ბიზნესსა და წარმოებას, თუმცა ხშირად მოსახლეობას ამ პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვს სრულყოფილი“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, მოსახლეობას ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და გაძლიერებაში დაეხმარება. მეროbის კანდიდატის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, საკუთარ გუნდთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარებას უზრუნველყოფს, ეს კი, მოსახლეობის თანამონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით მოხდება.
| Print |
FaceBook Twitter Google