რეკლამა
კახა კალაძე: მჯერა, რომ რადიოქალაქი იქნება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში.

-„დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუხიანში, ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც ვგეგმავთ მრავალფუნქციური კომპლექსის - რადიოქალაქის პროექტის განხორციელებას“, -განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისპოლიტიკის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ეს იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრებითა და კაფე-ბარებით, სადაც ყველა თბილისელს და ყველა თაობის წარმომადგენელს კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება ექნება.

-„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, თითო აგურს დავდებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში; მე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი და ჩვენ მხარდამხარ, აუცილებლად გავუმკლავდებთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის“, -განაცხადა მერობის კანდიდატმა.
| Print |
FaceBook Twitter Google