რეკლამა
იოსებ ქარუმაშვილი: ვიზრუნებთ, რომ მოსახლეობას სასმელიდა სარწყავი წყლის პრობლემა აღარ ჰქონდეს [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

იოსებ ქარუმაშვილი ამჯერად, სოფელ ახშნისა და ახალშენისმოსახლეობას შეხვდა, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოუწესრიგებელ შიდა და სოფლამდე მისასვლელ გზებს, ბუნებრივი აირით მოსახლეობის უზრუნველყოფასა და სასმელი წყლის პრობლემებს უკავშირდება. მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის და ზოგადად,კახეთის რეგიონის სოფლები ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი, უმუშევრობაა.

-„ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რეგიონების ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ახალისამუშაო ადგილები, გქონდეთ მუდმივი შემოსავალი და გავზარდოთ რეგიონის, მუნიციპალიტეტის თუ სოფლების კონკურენტუნარიანობა. ვერც ერთი სფერო, ეს იქნება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა თუ სხვა,მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, განვლილ ოთხ წელიწადშიბევრი რამ გაკეთდა. მოწესრიგდა გზები, მოხდა სოფლებისგაზიფიცირება, გარემონტდა ბაღები და სკოლები. აღნიშნული პროცესი არ შენელდება“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, სულ მალე, არც ერთი სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

-„ვიზრუნებთ, რომ აღარ გქონდეთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. გაუმჯობესდება პირობები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და რაც მთავარია, ხელს შევუწყობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომრეალიზებული იყვნენ“, - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google