რეკლამა
კახა კალაძე სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა, სადაცსვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

- „გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მარადიულობის და რწმენის დღესასწაულს. სვეტიცხოველი საქართველოსთვის არის ერთობისა და სიძლიერის სიმბოლო. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო, ყველას ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო“ - განაცხადა კახა კალაძემ.

საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google