რეკლამა
კახა კალაძე: ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [R]
„ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც აწუხებს მოსახლეობას,მათ შორის, დედაქალაქშიც, არის სამუშაო ადგილები, ადამიანების დასაქმება. სწორედთ, ქვენ უნდა შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები, თქვენ უნდა დაასაქმოთ ადამიანები, რათქმა უნდა, ჩვენი დახმარებით და ხელშეწყობით.
მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთადმზად ვარ შესაბამისი გარემო და პირობები შევქმნათ ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტიდასაქმებული, მეტი თვითრეალიზებული ადამიანი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედაქალაქს“, - ეს განცხადება კახა კალაძემ მეწარმეებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმაბიზნეს სექტორს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

- „თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ ქვეყნისეკონომიკურ განვითარებაში, ქვეყნის და ქალაქის აღმშენებლობაში, შესაბამისად,პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის თქვენი თანადგომა იქნება ძალიანმნიშვნელოვანი. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ და მზად ვართთანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ბიზნესმენებთან კახა კალაძემ.

თბილისში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კახა კალაძის გუნდის წევრმა, იურისტმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო. მისი თქმით, გუნდი გეგმავს ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებულად განვითარებას, ქალაქის რაიონების თანაბარი განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

-„ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს ისტორიული უბნების რეაბილიტაციასთანდაკავშირებით, ეს არის 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 4-წლიანი პროგრამა,რომლის განხორციელების შედეგად ჩვენ აუცილებლად გავზრდით ტურისტულ ნაკადებსდა რაც მთავარია, გავზრდით მოსახლეობის შემოსავალს“, - განაცხადა ირაკლიხმალაძემ. მისი თქმით, კახა კალაძის გუნდმა ენერგეტიკის სექტორში ერთ მილიარდ დოლარზემეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და კერძო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობაშეძლო, რამაც გუნდს ღირებული გამოცდილება დაუგროვა.„ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, რომ შევიმუშავოთ ეკონომიკურადგამართული და ორმხრივად ხელსაყრელი მოდელები. არასდროს ვჯდებითმოლაპარაკების მაგიდასთან იმ მიზნით, რომ ბიზნესს რაც შეიძლება მეტივალდებულება ავკიდოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ საზოგადოებისა დაბიზნესისთვის ორმხრივად ხელსაყრელი მოდელი და შევქმნათ ისეთი პირობები,რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის წარმატებით განხორციელებას. გვჯერა, რომ
სწორედ ასეთი მიდგომით შევძლებთ მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტებისგანხორციელებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. ბიზნესმენებთან თბილისის მერობის კანდიდატის შეხვედრას საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგიგახარია ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google