რეკლამა
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებული ქუჩები, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გათავისუფლდება. დასუფთავების პირველი აქცია დღეს, საბურთალოს, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში გაიმართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ. გლდანის მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ოთარ გრიგოლიამ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

-„ვასუფთავებთ ქალაქს პლაკატებისგან, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამოვიყენეთ. ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მსგავსი ქმედებისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენი ქალაქი დავასუფთავოთ“, -განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

აქციაში ასევე, მონაწილეობა მიიღო ვაკის გამარჯვებულმამაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ. „ვასუფთავებთ იმ ლოკაციებს, სადაც ჩვენი სააგიტაციო მასალა იყოგაკრული. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენიქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე“, - განაცხადა გიორგიბირბიჩაძემ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დასუფთავების აქციათბილისის ყველა რაიონში გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google