რეკლამა
ახმეტაში ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა [R]
ახმეტაში, ჭანტურიას ქუჩა #11-ში ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა. აქ მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდება.
გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო გარემოს შექმნაა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა.  ეს ფაქტი ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის ახმეტა და კახეთის რეგიონი. მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულიად განახლებულ და კომფორტულ გარემოს, ადგილზე თანამშრომლები კი ყველა მსურველს  მაღალკვალიფიციურ სერვისს შესთავაზებენ. ფინკა ბანკი ადგილობრივებს სთავაზობს არა მხოლოდ სესხებს, არამედ სხვა მნიშვნელოვან და საჭირო საბანკო პროდუქტს, მათ შორის დეპოზიტებს, დისტანციურ არხებს, როგორიცაა ონლაინ და ინტერნეტ ბანკი და სხვა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მოვიდნენ და ისარგებლონ განახლებული სერვისცენტრით’’,- აღნიშნა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გულსალ ვერდიევმა.

როგორც ახმეტაში მცხოვრები მარინე ჭინჭარაული ამბობს, უკვე 12 წელია რაც ფინკა ბანკის მომხარებელია და მათი მომსახურებით კმაყოფილია.

-"12 წელია,რაც ფინკა ბანკის მომხმარებელი ვარ. ეს ბანკი დამეხმარა რომ ჩემს შვილებს სასწავლებელში ესწავლათ. ყველა სერვისი არის მორგებული მომხმარებელზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული თანამშროლის დამსახურებაა, რომ ამდენი მომხმარებელი ყავთ და მათი საქმიანობა წარმატებულია.’’ 

ფინკა ბანკმა საბანკო ლიცენზია 2013 წელს მიიღო და საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, დღეს მომხმარებლებს სრულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფინკა ბანკი /