რეკლამა
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას, ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა -კახა კალაძე [R]
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის თეატრში განაცხადა.

როგორც მან დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე აღნიშნა,  საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ოპონენტების მხრიდან არის შეურაცხმყოფელი.

„დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წინასაარჩევნო აქტივობა და მხარდაჭერის კამპანიის ნაწილია, როდესაც მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის ადამიანები ვიკრიბებით და მხარს ვუჭერთ ჩვენს რჩეულ კანდიდატს, რომელიც შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას ნაკლებად. ასეთი არჩევანის გაკეთებისას მთავარია, ვიყოთ გულწრფელი და მართალი იყო საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეყანასთან. ზუსტად უნდა იცოდე, რომ არსებულ ვითარებაში შენ აკეთებ საუკეთესო არჩევანს შენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორია ოპონენტების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, სალომეს მიმართ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მიმართ და ეს ყველაფერი არის შეურაცხმყოფელი. ჩვენ მთაზე მაღლა უნდა დავდგეთ და შევცვალოთ არსებული რეალობა. ის ადამიანებიც კი, გრძელვადიანი პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, რომ სხვა მხარეზე დგას, უნდა ვეცადოთ და გავაერთანოთ. ჩვენ ყველაზე მეტად, რაც დღეს გვჭირდება ქვეყანაში, არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კონსოლიდაციით მოვახერხებთ ამას”. 


დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი.
„ქალბატონ სალომეს მხარდაჭერით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიან განვითარებას, ნაცვლად დაპირისპირებისა. ჩვენ ვირჩევთ ჩვენი დიდი წინაპრების გზას, ნაცვლად ყალბი ღირებულებისა. ჩვენ ვირჩევთ პრინციპულობას, ნაცვლად სიყალბისა და ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ნაცვლად ავტოკრატიისა. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანებას. ხელი უნდა შეუწყოს ჩენსმშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას მხარი დაუჭიროს ქართული იდენტობის გაძლიერებას და ამ გამოკვეთილი იდენტობით დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნისთვის კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას”.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს პირველი ზეპარტიული ქალი პრეზიდენტი.
„ჩვენ ყველა ერთად ურთიერთგაგებით აუცილებლად შევძლებთ ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას. მინდა, გისურვოთ წარმატებები და მინდა, იცოდეთ გაქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ერთად საქართველოსთვის”.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 24 °C
img
დ.წყარო 12 / 20 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 22 °C
img
ყვარელი 15 / 26 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.