რეკლამა
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის გურჯაანში დღის ცენტრი გაიხსნება [R]
გურჯაანში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის დღის აქტივობების ცენტრი გაიხსნება.


ეს არის საავადმყოფოს გარე სათემო მომსხურება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მომსახურებას მიიღებს თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, იმ გარემოში, სადაც მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები ცხოვრობენ. დღის აქტივობების ცენტრში ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ფსიქოსოციალური ჯგუფური აქტივობები/თერაპიები. ცენტრს მოემსახურება ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და არტ თერაპევტი.

როდის იგეგმება გახსნა, ვინ იქნებიან ბენეფიციარები და რა დანიშნულება ექნება ცენტრს? - ამის შესახებ ექიმი ფსიქიატრი მარინე ელიზბარაშვილი და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ნანა აღაპიშვილი გვესაუბრნენ.
- სად და როდის იგეგმება ცენტრის გახსნა?
საქართველოს ბევრი რეგიონი ჯერ კიდევ მწვავე დეფიციტს განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხრივ, რომლის ერთ-ერთი მიზეზი ამ სერვისებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების უკმარისობაცაა. ამ სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად მიჩნეულია ასეთი სერვისების შექმნა და დაფინანსება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ადამიანური და ფინანსური ხელშეწყობით.
საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სარეაბილიტაციო ცენტრი/დღის ცენტრია შექმნილი, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ბენეფიციართა ძალიან მცირე ნაწილი ღებულობს შესაბამის მომსახურებას. ამ კუთხით, გურჯაანში დღის აქტივობების ცენტრის ჩამოყალიბება დიდ სამსახურს გაუწევს გურჯანის რაიონში მცხოვრებ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ შესაბამისი მომსახურება.

- ცენტრის გახსნა გურჯაანში 2019 წელს იგეგმება. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, გურჯაანის ფსიქინევროლოგიური ამბულატორიის თანამშრომლები ვთანამშრომლობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომელიც ხედავს რაიონში ფსიქიკური აშლილობების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის აუცილებლობას. მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრისას ორივე მხარემ ბევრი ვისაუბრეთ საჭიროებებზე, გურჯაანში არსებულ რესურსზე და შევთანხმდით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მხარს დაუჭერს ინიციატივას და ფინანსურად უზრუნველყოფს ცენტრის ფუნქციონირებას. ტერიტორიულად სად იქნება ცენტრი, ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია. ვფიქრობთ, ისეთ ადგილას განთავსდეს, სადაც სოფლებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის ადვილად მისადგომი იქნება. ეს იქნება სამაგალითო პრაქტიკა საქართველოსთვის როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს ფსიქიკური აშლილობების მქონე პირებისთვის და მათ ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე აიღებს პასუხისმგებლობას.

- ვინ იქნებიან ცენტრის ბენეფიციარები და განსაზღვრული იქნება თუ არა მათი რაოდენობა?
- ეს იქნება დღის აქტივობების ცენტრი, სადაც ჩაირიცხებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ფსიქიკური აშლილობების მქონე პირები ადგილობრივი ფსიქონევროლოგიური ამბულატორიის რეკომენდაციით. წინასწარ რაოდენობა განსაზღვრული არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე 10-15 ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი. ცენტრისთვის შერჩეული თანამშრომლები იქნებიან ადგილობრივი სპეციალისტები: ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი. შერჩეულ სპეციალისტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია გაუწევს პროფესიულ დახმარებას, ასწავლის იმ სარეაბილიტაციო ინტერვენციების მეთოდებს, რაც ცენტრში იქნება დანერგილი, ჩაუტარებს სისტემატურ სუპერვიზიას და მოამარაგებს საჭირო ლიტერატურით. ცენტრის ამოქმედებისთანავე ჩვენი მხარდამჭერი იქნება თი ბ ი სი ბანკის ფონდი, რომელიც ცენტრს უზრუნველყოფს ავეჯით, კომპუტერული ტექნიკით და კომუნალური ხარჯების დაფარვაშიც მოგვეხმარება.

- როგორ მოხდება ცენტრისთვის ბენეფიციარების შერჩევა?
- პირველ რიგში ამ ადამიანებს უნდა ჰქონეთ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი. მათ უნდა შეეძლოთ გადაადგილება. ამ ადამიანებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და კარგად განვუმარტოთ რატომ უნდა იარონ დღის აქტივობების ცენტრში, რა სახის მომსახურებას მიიღებენ იქ, რისთვის არის ეს მომსახურება საჭირო. 2018 წლის 24 ივლისს გურჯაანის გამგეობაში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა , რომელსაც ესწრებოდნენ გურჯაანის ფსიქონევროლოგიურ ამბულატორიაში რეგისტრირებული ფსიქიკური აშლილობების მქონე პირები და მათი მშობლები. გავაცანით ცენტრის კონცეფცია და საინტერესო და სასარგებლო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე კარგად გამოვლინდა, თუ როგორ სჭირდებათ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებს დღის აქტივობების ცენტრის სხვადასხვა მომსახურება. მაგალითად, ფსიქოგანათლება, სოციალური უნარჩვევების სწავლება, კოგნიტური უნარების განვითარება, არტ თერაპია და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია და შეხვედრაზეც ითქვა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ საშუალება გვექნება სახლიდან გამოვიდეთ, ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა და მეგობრები გავიჩინოთო.
- მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მათი ნება - მათი სურვილი უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა, მხოლოდ ახსნა-განმარტება საკმარისი არ იყოს, ასეთ დროს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დაესწრონ რამდენიმე აქტივობას, დააკვირდნენ და მერე გადაწყვიტონ.

-ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რა რისკები არსებობს ახალგაზრდა თაობაში და ძირითადად რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
- რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისზე ვსაუბრობთ, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად ამ დღეს აღნიშნავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები, ადამიანები ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ეხებათ, მათი ოჯახის წევრები, უფლებადამცველები.
წლევანდელი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის თემაა ახალგაზრდობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად სამყაროში. ყოველწლიურად ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების მაღალი რისკი არსებობს. ამ რისკებს შორის არის მათ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები, ძალადობა და დაჩაგვრა, რომლის მსხვერპლებიც ხშირად ახალგაზრდები არიან, ოჯახური კონფლიქტები, სხვადასხვა სფეროში უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი წარუმატებლობით გამოწვეული ფრუსტრაცია, ჩვენ გარშემო არსებული სტრესული სიტუაცია, ომები, ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ. მთელს მსოფლიოში ახალგაზრდებში სუიციდის ძალიან მაღალი მაჩვენებლებია. ამიტომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული ამოცნობა და მათზე სათანადო რეაგირება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომ ფსიქიკური აშლილობების ჩამოყალიბების რისკს. ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა.

- რა არის ცენტრის გახსნის მიზანი?
- ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებისთვის მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის. თანამედროვე მიდგომებით, რომლებიც ეყრდნობა კვლევებს და სამეცნიერო მტკიცებულებებს ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტური მკურნალობის გარდა აუცილებლობას წარმოადგენს ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ფსიქიკური ჯანმრთელობა განისაზღვრება, როგორც ზოგადი კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად და პროდუქტიულად შრომა და თავისი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დღის აქტივობების ცენტრში განხორციელებული საქმიანობების საშუალებით: ფსიქოგანათლება, სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი, დაავადების მართვის სწავლება, თავისუფალი ჯგუფური დისკუსიები ამ ადამაინებს დაეხმარება, რომ შეძლონ თავიანთი შესაძლობლებების გამოყენება, უკეთ და თავისუფლად იურთიერთონ გარშემომყოფ ადამიანებთან და საზოგადოებასთან, დასაქმდნენ და ა.შ.

ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა უმრავლესობა სახლშია გამოკეტილი, გარეთ არ გამოდის, რადგანაც მათ მიმართ არსებობს საზოგადოებაში სტიგმა, საზოგადოებამ არ იცის მათთან როგორ იურთიერთოს და ბევრი არასწორი შეხედულებაა მათთან დაკავშირებით. დღის ცენტრი ხელს შეუწყობს ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა „იზოლაციის“ გარღვევას.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სოციალური ურთიერთობები ღარიბია, მათი უმრავლესობა წლების განმავლობაში არ ყოფილა სტუმრად, იშვიათი ურთიერთობები აქვს ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან. ცენტრი მათ მისცემს საშუალებას, რომ გაიჩინონ ახალი მეგობრები, დაიწყონ ახალი ურთიერთობები და ძველი ურთიერთობების აღდგენაც.
ფსიქიკური აშლილობების მქონე პირები მზრუნველს საჭიროებენ, რომლებიც ძირითადად უმუშევრები არიან, რადგანაც 24 საათი მათ გვერდზე არიან და დაავადებულებს უვლიან. როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი სისტემატურად ივლის დღის ცენტრში, მათ მზრუნველს გამოუთავისუფლდება დრო და შეძლებს დასაქმდეს კიდეც ან შინამეურნეობას მიხედოს.

დღის აქტივობის ცენტრში მიღებული მომსახურების ერთ-ერთი შედეგი იქნება ის, რომ ფსიქიკური აშლილობების მქონე პირები თავს აღარ იგრძნობენ გარიყულებად, მიეცემათ თავიანთი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება. ცენტრის გახსნით ორი საქმე კეთდება: ბენეფიციარებს სოციალური ცხოვრება ექნებათ, გაუმჯობესდება მათი ცხოვრების ხარისხი, ხოლო ოჯახის წევრებს შეუმცირდებათ დაავადებით გამოწვეული ტვირთი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 24 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 14 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 28 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.