რეკლამა
კახეთი-იონის ექიმები ლაგოდეხში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდნენ [R]
ა(ა) იპ " ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის " თანამშრომლების ეგიდით და ლაგოდეხის საკრებულოს, სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავჯდომარის სალომე ღონღაძის მხარდაჭერით, ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში შედგა შეხვედრა ლაგოდეხში მცხოვრებ ქალბატონებთან. მათ კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა არის ძუძუს კიბო და რა პრევენციული ღონისძიებებია ჩასატარებელი ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად. პრეზენტაცია წარდგენილ იქნა კახეთი-იონის თანამშრომლების მიერ.

ექიმი რადიოლოგი-ვაჟა თავბერიძე, თემა - ძუძუს კიბოს სკრინინგი,სტატისტიკური მაჩვენებლები.
ექიმი გინეკოლოგი- ნინო მირველაშვილი, თემა - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და PAP ტესტის მნიშვნელობა.


| Print |
FaceBook Twitter Google