რეკლამა
ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში დუისელ ქალებთან გაიმართა შეხვედრა [R]
22 ოქტომბერს სოფელ დუისში მცხოვრებ ქალბატონებსა და „ ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი“-ს თანამშრომლებს შორის, ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო მოსახლეობის ინფორმირებულობა ძუძუს კიბოს და მისი თავიდან აცილების ღონისძიებებზე.
პრეზენტაცია წარადგინეს კახეთი-იონის თანამშრომლებმა. ძუძუს კიბოს სკრინინგსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ექიმ-რადიოლოგმა ანა ორველაშვილმა ისაუბრა, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და PAP ტესტის მნიშვნელობის შესახებ ქალებს ინფორმაცია გინეკოლოგმა ნინო მირველაშვილმა მიაწოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google