რეკლამა
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს "გამარჯვებულ ქალთა კლუბი"-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ [R]
ორგანიზაციის მიზანია, ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალბატონების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
კლუბი დაფუძნდა 2009 წელს და დღეისათვის აერთიანებს 600-მდე ქალბატონს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში.
კლუბის წევრების მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცოდნის ამაღლება საზოგადოებაში.პრევენციული კვლევების აუცილებლობა.ამისთვის აუცილებლობად მიაჩნიათ შეხვედრების ჩატარება, სხვადასხვა ტიპის აქტივობები.მათი სურვილია,რომ კახეთშიც იყოს წარმომადგენლობა,რათა ძუძუს სიმსივნით დაავადებულმა ქალბატონებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია დაავადების შესახებ.გაეწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება ,ჩაუტარდეთ ტრენინგები,რათა გააგრძელონ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრება.
ჩვენი კლინიკა გვერდში უდგას „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ ასეთი პერსპექტიული და სასიკეთო პროგრამის განხორციელებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google