რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი - როგორც მომავალი მთავარსარდალი, პატივისცემას ვუცხადებ სამხედრო ძალებს [R]
ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, ხინჯი შეიტანოს მომავალმთავარსარდალსა და სამხედროებს შორის, ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს სამხედრო ძალებს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჯარისკაცები არ დაუდანაშაულებია დაგანაცხადა, რომ პირები, რომლებიც ქალს ემუქრებიან, არ არიან ღირსი სამხედროს სახელით საუბრობდნენ.
„არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში. მე პირიქით ვთქვი, რომ ისლაჩრები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, არ არიან ღირსი, რომწარმოადგინონ და აპელირება მოახდინონ სამხედროს სახელით. როგორცმომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ პატივისცემას სამხედრო ძალებს. საერთოდ,ძალიან დიდ პატივს ვცემ სამხედრო ძალებს. სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს,რაღაც ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google