ირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ
ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს
უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ- ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
“საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის
სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის მიუხედავად, ისინი 2 ოქტომბრის
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ
გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი
ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს
უზრუნველსაყოფად”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
[R]
მასალის გამოყენების პირობები