პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ქალბატონი ნინო ლაცაბიძე
ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი შედეგი დავდოთ ყველა მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ქალბატონი ნინო ლაცაბიძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძის გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმობა ქალაქ რუსთავის განვითარებას და კეთილმოწყობას და ბევრი სოციალური პროგრამა განხორცილდება.

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან ქალაქ რუსთავში. ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი შედეგი დავდოთ ყველა მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. რუსთავში ძლიან მარტივი მოცემულობაა - ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც გამორჩეულია თავისი განათლებით, პროფესიონალიზმით, წესიერებით და მეორე მხარეს არის ყველაზე ცნობილი ბანდიტი და მძარცველი, კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც იყო გასამართლებული. ყველამ იცის ამ ქალაქში, ვინ არის კირკიტაძე - კაცი, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ქონებების წართმევით, ძალადობით და ჩვეულებრივი ზონდერობით. ასეთი ადამიანი უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს.

ჩვენ რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ნინო გაიმარჯვებს დამაჯერებლად, რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს ბრძნულ არჩევანს და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და ყველა იმ უბედურებს, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას და მის გუნდს. კირკიტაძე არ არის გამონაკლისი, პირიქით. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა პოლიციელის წინაღმდეგ. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენ ძლიერ გუნდი ვართ დაა ყველა ქალაქში გავიმარჯვებთ.

ჩვენ ორ ქალაქში არ გვყავდა ჩვენი მერი - ოზურგეთსა და თიანეთში და ჩვენი მოტივაცია არის რომ ამ ორ ქალაქშიც ჩვენი მერი გავიდეს. ყველა რეგიონის მიმართ მექნება განსაკუთრებული ყურადღება. რუსთავის მოსახლეობას მინდა დავპირდე, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ქალაქ რუსთავის განვითარებას და კეთილმოწყობას, ძალიან ბევრი სოციალური პროგრამები განხორცილდება, რეალისტური და არა ისეთი აბსურდული, როგორიც ისმის ამ მოძალადე ბანდიტისგან. ნინოს არჩევნის შემდეგ ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ ბიუჯეტიდან რუსთავს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ, უფრო მეტად კეთილმოვაწყოთ რუსთავი და რუსთაველებს მეტად კომფორტული ცხოვრება ჰქონდეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა
პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ
შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26.05.2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი
ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს
საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე
დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26.05.2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე
მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26.05.2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი
მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური
მიდგომაა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24.05.2023
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს.
22:15 / 23-05-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სავარგულებში 32 წლის კაცი მოკლეს.
16:13 / 21-05-2023
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
ეკონომიკა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13:15 / 24-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
სხვა ამბები
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26-05-2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26-05-2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26-05-2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24-05-2023
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19-05-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 30 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 17 / 30 °C
img
სიღნაღი 18 / 32 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 30 °C
img
თელავი 18 / 30 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.