სამართალი
ქისტაურში 35 წლის მამაკაცი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 35 წლის ვაჟა დურგლიშვილს მეგობრის სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც speqtri.ge -ს შსს პრესასამსახურში განუცხადეს, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და ამ დროისთვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.




| Print |
FaceBook Twitter Google