ახალი ამბები
აქცია ყვარლის პოლიციასთან - "გაათავისუფლეთ გიორგი მოლაშვილი"
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოსთან აქცია გაიმართა.
პოლიცასთან 19  წლის გიორგი მოლაშვილის ახლობლები და მეგობრები შემდეგი მოთხოვნით შეიკრიბნენ- "გაათავისუფლეთ გიორგი მოლაშვილი, ის უდანაშაულოა".

- "ჩემი შვილი უკანონოდ არის დაკავებული და მისი გათავისუფლება მოვითხოვეთ. მიმდინარეობს გიორგის დისკრიმინაცია, ის უსამართლოდ იჩაგრება."- განუცხადა speqtri.ge-ს გიორგი მოლაშვილის დედამ ელზა მეგზევიშვილმა.

მისივე თქმით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ფართომასშტაბიანი აქციები გამართონ.

შეგახსენებთ, რომ  19 წლის გიორგი მოლაშვილი სამართალდამცველებმა 3 თებერვალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას ბრალი 353- ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი მოლაშვილი კი აცხადებს, რომ სამართალდამცველები ყვარლის რაიონულ სამმართველოში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google