სამართალი
შაშიანში ქმარმა ცოლი სცემა?
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის მკვიდრი, 25 წლამდე ქალბატონი ქმარს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობს. საქმე სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ქალბატონს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა.

საქმეს შს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს.
| Print |
FaceBook Twitter Google