სამართალი
პროკურორის შვილი ქურდობისთვის დააკავეს
ქალაქ ფოთის პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის უმცროსი ვაჟი ამირან გოგუაძე ქურდობის ფაქტზე დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდამ თბილისში, ორ მეგობართან ერთად ერთ-ერთ ავტომობილს ე.წ ბამპერი მოსხნა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, მომხდარზე საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ახალგაზრდა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

წყარო: ნიუპოსტი

| Print |
FaceBook Twitter Google