სამართალი
ახალგაზრდა კაცმა თანამშრომელი მოკლა
ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა  40 წლის თანამშრომელი მოკლა.   ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გარდაცვლილიცა და თავდამსხმელებიც სასტუმრო "ოაზისი" ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჯერჯერობით კონფლიქტის მიზეზი უცნობია.
"ბათუმელების" ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
შს სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ისინი დანაშულის ადგილიდან მიიმალნენ.
სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.
| Print |
FaceBook Twitter Google