სამართალი
თელავში მამაკაცი მოკლეს
თელავში შუახნის მამაკაცი დაჭრეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოხდა.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა. მანქანა, რომელშიც გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარია, სასტუმრო "ძველ თელავთან" არის გაჩერებული. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

დეტალებს speqtri.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მკვლელობა /