სამართალი
ჩხუბის დროს მამაკაცი გაგუდეს
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ზურაბ ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

წყარო: Newposts
| Print |
FaceBook Twitter Google