სამართალი
"მკვლელობა ალაჰმა მიბრძანა"-გიულჩეხრა ბობოკულოვა
მოსკოვში, 4 წლის აღსაზრდელის მკვლელობაში ბრალდებულმა 38 წლის ძიძამ,  დანაშაული აღიარა და განაცხადა , რომ მკვლელობა "ალაჰმა უბრძანა." ამის შესახებ უზბეკეთის მოქალაქე გიულჩეხრა ბობოკულოვამ სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით, დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც არანაირი პრეტენზია არ აქვს. შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს მოსკოვში, ერთ-ერთ ბინაში, მეზობლებმა ხანძარი შენიშნეს. ბინაში შესულებს 4 წლის გოგონა, თავმოჭრილი და დამწვარი დახვდათ. მოგვიანებით, მეტროსთან "Октябрьское поле" ბავშვის ძიძა დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოჭრილი თავი ეჭირა, "ალაჰ აკბარ"-ს იძახდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მკვლელობა / ძიძა /