სამართალი
სასჯელის მოხდისთანავე არასრულწლოვანს ნასამართლეობა მოეხსნება
არასრულწლოვანს ნასამართლობა სასჯელის მოხდის ან  პრობაციის ვადის გასვლისთანავე მოეხსნება.
კანონპროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტრო იყო და პარლამენტის პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით დაამტკიცეს. ცვლილებების თანახმად საპატიმრო დაწესებულებაში მოხვედრილი მოზარდის მიმართ ინდივიდუალური მიდგომები იარსებებს.

კოდექსით განსაზღვრულია, რომ ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია არავისზე გაიცემა და მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემაში დარჩება. თუმცა ინფორმაცია არ განადგურდება. თუ მოზარდი დანაშაულს კიდევ ჩაიდენს, მაშინ მართლმსაჯულების მწარმოებელი ორგანოსთვის ეს ინფორმაცია მისაწვდომი უნდა იყოს.

| Print |
FaceBook Twitter Google