სამართალი
ალაზანზე ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ფაქტი აღკვეთეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მათი ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანზე მოქალაქე თევზაობდა ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით.

მასალები რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თევზაობა /