სამართალი
ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, შპს "დავის" დამფუძნებელი და დირექტორი, დავით ჯორბენაძე დააკავა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა, შპს "დავის" სახელით 2015 წლის ივნისში 45 სასაქონლო საბაჟო ოპერაცია განახორციელა, რომლებზეც კანონის საფუძველზე იმპორტის გადასახდელი - 306 201 ლარი დაანგარიშდა.

ნაცვლად იმისა, რომ დავით ჯორბენაძეს აღნიშნული თანხა  სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა, დაამზადა 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. საბაჟო პროცედურების გავლისას აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით მოატყუა შემოსავლების სამსახური, თითქოს მან გადასახადები მიმართა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რითაც ბიუჯეტს  249 214 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 210-ე მუხლით, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google