სამართალი
ლაგოდეხში მამაკაცი ძმამ მოკლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ძმამ მოკლა.
ადგილობრივების თქმით, ძმები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მკვლელობა კი მამის სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით,  ეჭვმიტანილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ის აღიცხვაზეც იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც speqtri.ge-ს უწყებაში განუმარტეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.



| Print |
FaceBook Twitter Google