სამართალი
რესტორან "კახეთში" მომხდარ ინცინდენტზე საქმე ორი მუხლით აღიძრა
წუხელ ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ გურჯაანში, რესტორან "კახეთის" თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაწესებულების კუთვნილი ლეპტოპი დაამტვრია.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  გამოძიება სსკ-ის 125 (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურებით) მუხლებით მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით,  პიროვნება გამოვლენილია და ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რესტორანი / შსს /