სამართალი
ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული თორნიკე მ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი, ხელთათმანი, საოჯახო დანა და სანადირო თოფის 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ყაჩაღობა /