სამართალი
პანკისში ორი ახალგაზრდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
სამართლადამცველებმა პანკისში 24 წლის ასლან მაჩალიკაშვილი და მისი მეგობარი რუსლან ხანგოშვილი დააკავეს. მათ ბრალად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ასლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავებისას ახალგაზრდები ცემეს, რის შემდეგაც მაისურები შემოიხიეს, რათა დაკავებულები წინააღმდეგობის გაწევაში დაედანაშაულებინათ.


გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ისინი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა და ინცინდენტიც ამის შემდეგ მოხდა.  პირს, რომელიც მოტოციკლს მართავდა მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი
წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google