სამართალი
საგარეჯოში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი დააკავეს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1968 წელს დაბადებული ბახლულ ქ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ის 2016 წლის 26 აპრილიდან დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის მეუღლესა და სამ არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა.

დაკავებული N8 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ძალადობა /